Image

„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის  წარმომადგენლებმა რუსთავის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს ახალ პროექტი – ეფექტური მინდობით აღზრდის მომსახურების განვითარება ქვემო ქართლის რეგიონში (რუსთავი, მარნეული გარდაბანი) გააცნეს.

საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, დღეს გაიმართა, ქალაქის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის სოციალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშროლები ესწრებოდნენ.

„სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ პროექტის მენეჯერმა ნათია მაჭარაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო პროექტი, რომელიც რეგიონში ახალი მიმღები მშობლების მოძიებას, არსებული მინდობით აღმზრდელობის გაძლიერებასა და ბიოლოგიური ოჯახების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მან ვრცლად ისაუბრა პროექტის მიზნებზე, მინდობითი აღზდის მომსახურებაზე, მინდობითი ოჯახების შერჩევის კრიტერიუმებზე, ასევე, ორგანიზაციის სამქმიანობის სპეციფიკასა და ძირითად მიმართულებებზე. პროექტი ექვსთვიანია და მას „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, სოციალური მომსახურების სააგენტო და  „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ ახორციელებს. 

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის  მიზანს  საქართველოს მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვა, სოციალური მუშაობის პროფესიისა და პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

2017-06-03

ნავიგაცია