Image

რუსთავის N2 საჯარო სკოლაში, 2016-2017 სასწავლო წლის დასრულება ეთნოგრაფიული ღონისძიებით –  „ქართული სოფელი“ აღნიშნეს.

ღონისძიება სკოლის დირექციისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების ერთობლივი ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა ქალაქში მცხოვრები მოზარდებისთვის სოფლის ადათ–წესების,  ქართული ტრადიციების, ხალხური რეწვის ხელოვნების გაცნობასა და ეროვნული თვითმყოფადობის  შენარჩუნების იდეის პოპულარიზაციას.

სკოლის ეზოში მოწყობილ, სიმბოლურ ქართულ სოფელში, მოსწავლეებმა ეროვნული კულტურა  სიმღერებით, ცეკვებითა და ტრადიციული კერძებით წარმოადგინეს. ასევე, უფროსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ქართული ნუგბარის – ჩურჩხელის, თიხის ჭურჭელის დამზადებაში,  კალათების დაწვნაში, თექის და გობელენის დამუშავებასა და სოფლისთვის სახასიათო სხვა საქმიანობაში. ღონისძიების დასასრულს გაიმართა ცერემონია, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს ნორჩ ჩოხოსანთა რიგებს სკოლის  100–მდე  მოსწავლე შეუერთდა.

ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ, მიწვეულ სტუმრებს შორის ასევე, იყვნენ საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ნათლულები და მათი მშობლები.

 

2017-06-03

ნავიგაცია