Image

რუსთავის მერი დავით ჯიქია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრასა და მათ წინაშე მდგარი პრობლემების გაცნობას განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა ქალაქის მერმა დღეს მუნიციპალიტეტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული ამხანაგობების თავმჯდომარეებთან გამართა და  XIV  XV  მიკრო რაიონების, შარტავს გამზირის N5,7,9,11,13,15,17, მესხიშვილის I II და III ჩიხების,  ასევე, მესხიშვილის ქუჩის N14,16, ლეონიძის  N12,14,16,18,20,22,24,26,28,30,24,  და ტაშკენტის ქუჩის N 5,7 კორპუსებში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა.

შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარი  დეპუტატი მარლენ ლაბაძე და მერის წარმომადგენელი დავით ხაჩიძე, ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის“ დირექტორი ზვიად ლაბაძე და მერიის მშენებლობისა და  ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსი ნავროზაშვილი ესწრებოდნენ.

კონკრეტული საკითხების განხილვის შემდეგ, დავით ჯიქიამ ამხანაგობების წარმომადგენლებს  ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო, მოისმინა მათი მოსაზრებებიც, ასევე, ვრცლად ისაუბრა მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება უკვე დაწყებულია და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში ამხანაგობების აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს ეფექტური, მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შექმას.

მსგავსი შეხვედრა, ეტაპობრივად, ყველა ადმინისტრაციული ერთეულის  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, ყოველ შაბათს გაიმართება.

2017-06-03

ნავიგაცია