რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქალაქის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ლომიძე და გოჩა შავაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო–რწმუნებულ გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალთან ერთად, რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანების N1 ფილიალში 2016-2017 სასწავლო – სააღმზრდელო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ბაღის აღსაზრდელები სტუმრების წინაშე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის თენატიკაზე მომზადებული პროგრამით წარდგნენ.