Image

რუსთავში, შარტავას გამზირზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა.

გახნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სეიედ ჯავად ყავამშაჰიდმა და ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ მიიღეს. ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: გოჩა შავაძე და ნინო ლომიძე, სპორტსმენები,  ირანის საელჩოს წარმომადგენელები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა სახის თანამედროვე სავარჯიშო ინვენტარითა და სპორტული აქსესუარებითაა აღჭურვილი, ირანელი ინვესტორების მიერ დაფუძნებული შპს „RITM“-ის მიერ, დაახლოებით 400 000 აშშ დოლარის ინვესტიციით გაიხსნა. კომპანია რუსთავში სხვა პროექტების განხორციელებასაც გეგმვას , მათ შორისაა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

2017-06-03

ნავიგაცია