Image

რუსთავში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. თოდრიას ქუჩაზე, გრძელდება გზის რეაბილიტაცია, რომლის  ფარგლებშიც, ამ დროისთვის, ასფალტ–ბეტონის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს შარტავას გამზირისა და მესხიშვილის ქუჩის I გასასვლელის დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზეც, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე, გზა ორმულად მუშავდება.

გრძელდება 56 ეზოს რეაბილიტაციის პროექტიც. პროექტის  ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის  N39 და თბილისის ქუჩის N35 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ,  ეწყობა სკვერები საფეხმავლო ბილიკებითა და ბორდიურებით, ასევე, მონტაჟდება სკამები და გარე განათების სისტემა.

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული, N 41 საბავშვო ბაღის შენობაში, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ცურტაველის ქუჩაზე მდებარე, N10  ბაგა-ბაღის ავარიულ შენობას უტარდება დემონტაჟი, რომლის დასრულებისთანავე, ექვს სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ბაღის მშენებლობა დაიწყება.

მე-8 მიკრორაიონის N18 და 21-ე მიკრორაიონის N15 საცხოვრებელ კორპუსებში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის სადარბაზოებთან პანდუსები ეწყობა.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, ქალაქში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავებისა და გამწვანების სამუშაოები.

 

2017-06-05

ნავიგაცია