Image

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში დღეს დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, მერიის ა(ა)იპ ,,ქალაქ რუსთავის დასუფთავების’’ თანამშრომლებმა ახალგაზრდობის პარკისა და ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.  

მსგავსი აქცია 13 ივნისს, ქალაქის მთავარი შემოსასვლელიდან სამაშველო სამსახურის შენობამდე, ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიმართება.

5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა.

2017-06-05

ნავიგაცია