Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდის’’ მორიგი ერთობლივი აქციის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლ ,,ქსენონსა’’ და რუსთავში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სამ მოქალაქეს სამედიცინო ეტლი გადაეცა.

ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, კახაბერ კობერიძე, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე  და საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე, დღეს, „ქსენონსა“ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეთა ოჯახებს ეწვივნენ და ეტლები პირადად მიიტანეს.

რუსთავის მერიის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდის’’ თანამშრომლობის ფარგლებში, შშმ პირთა დახმარების მიზნით, მსგავსი სოციალური აქცია პერიოდულად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.

2017-06-06

ნავიგაცია