Image

მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით, რუსთავში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში  მსოფლიო თასის მფლობელის, თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა.

ჭაბუკებს შორის, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ორდღიან ტურნირში, რომელიც ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს,  სხვადასხვა წონით კატეგორიაში, საქართველოს, ყაზახეთის, სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, თურქეთისა და უნგრეთის 110 სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის გამარჯვებულები და საპრიზო ადგილის მფლობელები მედლებთან ერთად, თასებითა და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ტურნირსის გახსნას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე, თავად ჩემიპიონი – თემურ ყაზარაშვილი, ვეტერანი და მოქმედი სპორტმესნები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ქვემო ქართლის გუბერნატორმა ტიტულოვან რუსთაველ სპორტსმენსა და მსოფლიო ჩემპიონს, თემურ ყაზარაშვილს, ხოლო, ქალაქის მერმა  წარმატებულ რუსთაველი მოცურავეს, საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების მრავლგზის პრიზიორსა და ჩემპიონს, 18 წლის თეონა ბოსტაშვილს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ოლიმპიური კატეგორიის რეფერის, თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტურნირი წელს მეოცედ ტარდება.

2017-06-06

ნავიგაცია