Image

სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს პარალელურად, რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები დღეისთვის, მიმდინარეობს გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში, სადაც 40 ენერგოეფექტური დიოდური(LED) სანათი მონტაჟდება. სამუშაოებს მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს.

გარე განათების ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.

ლეონიძის ქუჩის მიმდებარე სკვერის ტერიტორიაზე, ასევე იგეგმება დაზიანებული ქვაფენილის აღდგენა და სპორტული მოედნის მოწყობა.

2017-06-08

ნავიგაცია