Image

ა(ა).იპ „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში, 2017-2018 სასწავლო წლისათვის 2-3 და 3-4 წლიანი ასაკობრივი ჯგუფების ბავშვთა ჩარიცხვა  ელექტრონულად, 2017 წლის 16 ივნისს საიტზე rustavikids.ge გაიმართება.

12:00 საათზე დაიწყება 2-3 წლის ასაკის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაცია ( დაბადებული 16.09.2014 წ-დან - 15.09.2015 წლის ჩათვლით), 13:00 საათზე კი  3-4 წლიანთა რეგისტრაცია (დაბადებული 16.09.2013 წ-დან - 15.09.2014 წლის ჩათვლით)
რეგისტრაციის გარეშე ჩაირიცხებიან :
1. მრავალშვილიანი (4 და მეტი ბავშვი) ოჯახის შვილები. მშობლებმა უნა წარმოადგინონ შვილების დაბადების მოწმობის ასლები და დედის პირადობის მოწმობის ასლი.
2. მეოთხე შვილზე ორსული დედის შვილები (საჭიროა ორსულობის დამადასტურებელი ცნობა)
3. ობოლი ბავშვები (მოწმობა მშობლის გარდაცვალების შესახებ)
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 12.06.2017

რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის გიორგი  ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში (ე.წ ინტერნატების დასახლებაში) რეგისტრირებული ბავშვებისათვის. .მათი საბუთების მიღება იწარმოებს N41-ე ფილიალში 19 ივნისიდან.

2017-06-09

ნავიგაცია