Image

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, ,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" თამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს კერძო სკოლა ,,ლამპარის’’ და #10, #18, #25, #26 საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. მონაწილეები  სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი და საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის რეგიონული ლიგის ხელმძღვანელი სოფიო ბანძავა იყვნენ. 
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 
კონკურსში გამარჯვება კერძო სკოლა ,,ლამპარის’’ გუნდმა მოიპოვა, ხოლო საპრიზო ადგილები #10 და #25 საჯარო სკოლებმა დაიკავეს. სამივე გუნდი ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, პირველი ადგილის მფლობელს კი სპეციალური თასიც გადაეცა.
,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" თამაშების პირველი ტური 5 მაისს გაიმართა. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა რუსთავის 9 საჯარო და კერძო სკოლამ მიიღო. 
,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბის‘’ თამაშები ,,რუსთავის სახლოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსისთვის 3000-ლარიანი საპრიზო ფონდი რუსთავის მუნიციპალიტეტმა დააწესა.

2017-06-09

ნავიგაცია