Image

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გასვლითი სხდომა გამართა.

კომიტეტის სხდომას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე,  რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ. 
კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დიალოგის რეჟიმში განიხილეს და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო "საავტომობილო გზებისა"  და  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  კანონპროექტები, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, ქვემო ქართლში  არსებული პრობლემები და მათი  მოგვარების გზები. 

სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრები და სხდომაზე დამსწრეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვა საკონონმდებლო ცვლილებებისა თუ მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება

2017-06-09

ნავიგაცია