Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჯიქია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთნ შეხვედრას განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა ქალაქის მერმა მოადგილესთან, ნოდარ შეროზიასთან ერთად, დღეს, იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ამხანაგობების თავმჯდომარეებთან გამართა და მათგან პირადად მოისმინა XII , XI მიკრო რაიონების, თოდრიას ქუჩის N 3,5,7,9,11,13,15,17 , მარჯანიშვილის ქუჩის N7,11 და მესხიშვილი ქუჩის N11, 13 კორპუსებში მცხოვრებთა პრობლემების შესახებ.

დავით ჯიქიამ ამხანაგობების თავმჯდომარეებს პრობლემების შესაძლებლობების ფარგლებში მოგვარების პირობა მისცა, ასევე, ინფორმაცია მიაწოდა როგორც ქალაქის მასშტაბით, ისე კონკრეტულად მათ უბნებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის და  ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსის" წარმომადგენელები.

ქალაქის პირველი პირის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ეფექტურ დაგეგმვასა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას.

დავით ჯიქია ყოველკვირეული, ტრადიციული შეხვედრის ფარგლებში, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პრობლემას გაეცნობა.

 

2017-06-10

ნავიგაცია