Image

რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გომელაურის ქუჩაზე, სადაც ამ დროისთვის,   ასფალტ-ბეტონის დაზიანებული ფენა იხსნება.

ასლანიკაშვილის ქუჩის N 7, 9, #9ა, 11, 11ა, 13 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იცვლება სანიაღვრე ქსელი და ასფალტის საფარის განახლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ანალოგიური სამუშაოები განხორციელდება გომელაურის ქუჩის N1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, ფიროსმანის ქუჩის N. 21, 23, 25, 27, 29 და მშენებელთა ქუჩის N28. 30, 32, 34, 36 საცხოვრებელი შენობების ეზოებშიც.

აქტიურად გრძელდება თოდრიას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტიც, რომლის ფარგლებშიც, დეკორატიული ფილებით ტროტუარების მოპირკეთება, სანიაღვრე სისტემის, ბორდიურების მოწყობა და გარე განათების აღდგენისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ტაშკენტის ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობა და ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს ცურტაველის ქუჩაზე არსებული N10 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟიც, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე, ექვს სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

2017-06-22

ნავიგაცია