Image

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის თავმჯდომარეობით, სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე, მთის განვითარების ფონდისა და მყარი ნარჩენების მართვის საგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომის ერთ–ერთ მთავარ განსახილველ თემას რეგიონში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენდა.

მინისტრის მოადგილემ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პირველი პირებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა ქვემო ქართლში მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე, შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წალკასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ,,მთის განვითარების ფონდიდან’’დამატებით გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელ რამდენიმე პროექტზე.

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს, მათ შორის იმსჯელეს მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე.

2017-06-23

ნავიგაცია