Image

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს რიგით ოცდამეერთე სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით თხუთმეტი საკითხი განიხილეს. სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს შორის იყო: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში, სხვადასხვა მუნიციპალური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და ქალაქ რუსთავის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესტანი ცვლილებები.
საკრებულომ ასევე, მხარი დაუჭირა პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი პირობების შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლებაზე მოქალაქისთვის თანხმობის მიცემას და დაამტკიცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას, „საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეულის“ ფარგლებში, რუსთავის მეათე სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. სხდომის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძემ და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ თავმჯდომარე მამუკა აბაშიძემ უმასპინძლეს. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელმა პირებმა უფროსკლასელებს საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა, გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები გააცნეს და მათი მოსაზრებებიც მოისმენს.

2016-03-23

ნავიგაცია