Image

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც რუსთავის მერიის ა(ა)იპ „უზრუნველყოფა“ ასრულებს, სანაპირო ზოლის 50–მეტრიან მონაკვეთზე, რკინა–ბეტონის ფილებით, დამცავი ბარიერი მოეწყობა.

როგორც „უზრუნველყოფის“ ხელმძღვანელმა ზაზა კუპატაძემ განაცხადა, სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა წყლის ზემოქმედებით სანაპირო ზოლის ჩამოშლის შედეგად, საფეხმავლო ბეტონის ბილიკის ნაწილობრივმა დაზიანებამ განაპირობა. მისივე განმარტებით, ბეტონის ფილები ტბის ნაპირს დაიცავს და დამსვენებელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

2017-06-26

ნავიგაცია