Image

რუსთავში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი  ხორციელდება. გომელაურის, ფიროსმანისა და მშენებელთა  ქუჩებზე გზის აღდგენითი  სამუშაოები მიმდინარეობს.  გომელურის ქუჩის N1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, ფიროსმანის ქუჩის N21, 23, 25, 27, 29 და მშენებელთა ქუჩის N28. 30, 32, 34, 36 საცხოვრებელი შენობების ეზოებში შეიცვლება სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტ–ბეტონის ახალი საფარი.

ლეონიძისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტროტუარების კეთილმოწყობა, ლესელიძის ქუჩის I, II გასასვლელში, ასევე, I, II ჩიხში, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია ხორციელდება, სანაპიროს ქუჩაზე კი, ასფალტის საფარი იგება და ბორდიურების მოწყობა გრძელდება.

რუსთავის N6 ბაგა-ბაღის ეზოში ტერიტორიის კეთილმოწყობა, 41 -ე ბაღში კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

შიდა ეზოების კეთილმოწყობის პროცესი სრულდება ასლანიკაშვილის, კონსტიტუციისა და რუსთაველის ქუჩებზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა და  ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

2017-07-17

ნავიგაცია