განცხადებები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ორგანიზებით რუსთავის მერიაში არჩვენების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

  • 2017-07-20
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხადაჭერით, არჩევნების თემაზე ტრენინგი ჩატარდა.

შეხვედრას,  რომელსაც სამართლიანი არჩევნების ტრენერები უძღვებოდნენ, ქალაქის მერიისა და საკრებულოს აპარატის წარმომადგნლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებებსა და საარჩევნო ადმინისტრაციასთან მათ ურთიერთობებს შეეხო, ასევე , ყურადღება გამახვილდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვებზე. 

 პროექტი „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

არასამავთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ერთი თვის განმავლობაში, 60-მდე მუნიციპალიტეტში 600-ზე მეტ საჯარო მოხელეს შეხვდება.