Image

რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი შენდება. მშენებლობა ცურტაველის ქუჩაზე, იმ ტერიტორიაზე მიმდინარეობს,  სადაც  ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ავარიული მდგომარეობის გამო, N10 ბაგა–ბაღის დემონტაჟი განხორციელდა. 
ახალი შენობა ორსართულიანი და განსხვავებული დიზაინის იქნება. ბაღში 6 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება.  სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პარმაღი“ ახორციელებს.

ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის პარალელურად, მიმდინარეობს  N41 ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროცესი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ოთხი ახალი ჯგუფი გაიხსნება და შესაძლებელი გახდება დამატებით 150 ბავშვის ჩარიცხვა.

2017-07-27

ნავიგაცია