Image

რუსთავში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. თოდრიას, ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩებზე, გრძელდება ტროტუარების მოპირკეთება, ლესელიძის ქუჩის I, II გასასვლელში და I, II ჩიხში – გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია, ხოლო სანაპიროს ქუჩაზე – ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებისა და საფეხმავლო გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

რუსთაველის ქუჩის #15 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ასევე, 9 მაისისა და მაიკოვსკის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, სანიაღვრე სისტემა ეწყობა, სანიღვრე სისტემებისა და გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გომელაურის ქუჩასა და მიმდებარე ეზოებშიც.

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადინისტრაციულ ერთეულში, გრანელის ქუჩაზე სადაც ათეულობით წელია, რეაბილიტაცია არ განხორციელებულა, გზის კაპიტალური აღდგენის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, გზის ახალი საფარი დაიგება.

დღეის მდგომარეობით, რუსთავში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 14 მლნ. ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

2017-07-31

ნავიგაცია