Image

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია, მოადგილეებთან ერთად, ქალაქის მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში, გრანელის ქუჩაზე მიმდინარე გზის აღდგენითი  სამუშაოები  დაათვალიერეს, ასევე, გაეცნენ საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობის პროცესს  გომელაურის ქუჩასა და მიმდებარე ეზოებში,  რუსთაველის ქუჩის #15 საცხოვრებელ კორპუსთან, 9 მაისისა და მაიაკოვსკის ქუჩების დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე.

დავით ჯიქიამ და გრიგოლ ნემსაძემ ცურატველის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც დაათვალიერეს და სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე, სადაც #10 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი განხოციელდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განსხვავებული დიზანის, 6 სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება.

სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტისთვის, რომელიც ქალაქის მასშტაბით ერთდროულად ხორციელდება, რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 2017 წელს, ჯამში, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაო შესრულდება.

2017-08-07

ნავიგაცია