Image

რუსთავში, მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტროტუარებზე განთავსებულ სკამებს სამღებრო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.

სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით 50-მდე სკამი სრულად განახლდება და პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

სკამების აღდგენის პროცესი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „უზრუნველყოფამ“ გასულ კვირას დაიწყო და უახლოს დღეებში დაასრულებს.

2017-08-14

ნავიგაცია