ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ– გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნოდარ შეროზიამ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი, 17 წლის რუსთაველი სპორტსმენი, ბექა გურული დააჯილდოეს.
ბექა გურულმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 2017 წლის 25-30 ივლისს, ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა, ოქროს მედალი მოიპოვა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამადლობელ სიგელებთან ერთად, საჩუქარი გადასცეს.
ახალგაზრდა სპორტსმენმა 2015 წელს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სომხეთის საერთაშირისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამავე წელს გახდა მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისი ტურნირის გამარჯვებული, ხოლო 2017 წელს – საქართველოს ჩემპიონატისა და თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთშორისო ტურნირის ჩემპიონი.
მიმდინარე წლის 5-10 სექტემბერს, სპორტსმენი საბერძნეთში, ათენში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.