Image

რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და დაზიანებული ნათურების ახალი, ენერგოეფეტური სანათებით ჩანაცვლების პროცესი აქტიურად  გრძელდება.

დიოდური(LED) სანათების მონტაჟის სამუშაოები,  რომელსაც მერიის ა(ა) იპ ,,უზრუნველყოფა’’ ასრულებს, დღეისთვის, მელიქიშვილის ქუჩის III გასასვლელში მიმდინარეობს.

გარე განათების ქსელის განახლება უკვე დასრულდა მელიქიშვილის ქუჩის ჩიხში, V დაVII გასასვლელებში.

როგორც „უზრუნველყოფის“ ხელმძღვანელმა, ზაზა კუპატაძემ განაცხადა, გარე განათების სიტემების რეაბილიტაცია  როგორც გეგმურად, ისე მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ეტაპობრივად მიმდინარეობს და ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.

2017-08-18

ნავიგაცია