Image

რუსთავში, თოდრიას ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, თოდრიისა და კლდიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა ერთი დღით შეიზღუდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, თოდრიას ქუჩაზე მთლიანად განახლდა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო სარწყავი და გარე განათების ახალი სისტემები. ამასთან, გრძელდება ბორდიურების, ტროტუარებისა და გაზონების მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 907 560 ათასი ლარი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.

2017-09-14

ნავიგაცია