Image

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საქართველოს პარლამენტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საჯარო განხილვა მოაწყო. კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გედევან ფოფხაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძემ გააცნეს.
შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში შედის ცვლილება. მისი მიხედვით, ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხზე, საქართველოს პარლამენტში საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა, რომელიც კანონპროექტს საზოგადოებას აცნობს და ინიცირებულ ცვლილებებზე მოსახლეობის აზრს არკვევს.
კანონპროექტის საჯარო განხილვა რუსთავის გარდა, ზუგდიდში, ოზურგეთში,ბათუმში,ახალციხეში,გორში ყაზბეგში, მესტიაში, ამბროლაურსა და ქუთაისშიც გაიმართება.

2016-03-28

ნავიგაცია