Image

2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს.

 შიო არაგვისპირელის ქუჩაზე, ტურგენევის ქუჩის გასასვლელებსა და ტაბიძის ქუჩის დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე, ეწყობა  სანიაღვრე ქსელები და ასფალტ–ბეტონის საფარის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.  საგზაო ინფრასტუქტურის მოწესრიგება გრძელდება გრანელის ქუჩაზე, ასევე გომელაურის, ფიროსმანის, მშენებელთა, დავით გარეჯის, რუსთაველის, მაიაკოვსკისა და სარაჯიშვილის ქუჩების შიდა ეზოებში. სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელები და ტროტუარები, მიმდინარეობს დაზიანებული საფარის მოხსნა და ტერიტორიის მომზადება ასფალტ–ბეტონის ახალი საფარის დასაგებად.

პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის მე-7 მიკრორაიონის #5, #6,  #10 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გრძელდება ცურტაველის ქუჩაზე #10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობაც.  

2017 წელს, რუსთავში, ჯამში, 11, 5 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქედან, სამუშაოებისთვის, 8 მლნ ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება.

 

2017-11-06

ნავიგაცია