განცხადებები

რუსთავის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

  • 2017-11-15
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ირაკლი ტაბაღუა ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ქალაქის მერი მოსახლეობასაც გაესაუბრა  და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.

2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავის სხვადასხვა უბანში, დაზიანებული გზებისა და შიდა ეზოების, სანიაღვრე ქსელების, გარე განათების სისტემისა და საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენდება ახალი სპორტული მინი მოედნები, უკვე არსებულ სტადიონებს კი აღდგენითი სამუშაოები უტარდება. აქტიურად გრძელდება ცურტაველის ქუჩაზე #10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობაც.

2017 წელს, რუსთავში, ჯამში, 11, 5 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქედან, სამუშაოებისთვის, 8 მლნ ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება.