Image

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქის სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, 84 წარმატებული რუსთაველი მასწავლებელი დაჯილდოვდა. მათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრეი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ გადასცეს.  

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი თამარ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ლეილა გორგაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ხელისუფლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა მასწავლებლებს მომავალ თაობათა აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

 

2017-11-16

ნავიგაცია