Image

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მერის მოადგილე გოჩა ლორიამ კონკურსში - ,,მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“ გამარჯვებული, რუსთავის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპეციალური სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოეს.

ქალაქის მერმა  სკოლის უფროსკლასელებს - ბარბარე ციქუბაძეს, გიორგი ხუციშვილს, სოფო ლაბაძეს, გვანცა დათიაშვილს, ნიკა ნოზაძეს, ანა ლომიძეს, სალომე ყაველაშვილს  კონკურსში გამარჯვება პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა.

დაჯილდოების ღონისძიებას, რომელიც მერიის სათათბირო დარბაზში გაიმართა,  რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი და N28 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია მაზანიშვილი ესწრებოდნენ.

კონკურსი საქართველოს პროკურატურის პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ კამპანიის – „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, სოციალური ვიდეორგოლების მომზადებას ითვალისწინებდა.  

კონკურსის შესარჩევი ტური რუსთავში, 2017 წლის 24 აპრილს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში რუსთავის 17 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეთა მიერ გადაღებული 18 სოციალური ვიდეორგოლი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. შესარჩევ ტურში პირველი ადგილი #28 საჯარო სკოლამ, ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი, #3 და #9 საჯარო სკოლებმა მოიპოვეს.

რუსთავის #28-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების საკონკურსო ვიდეორგოლმა, დასკვნით ტურში ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და  საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილზე გავიდა.

„საზოგადოებრივი პროკურატურის“ კამპანია – „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“, ოჯახში ძალადობის პრევენციასა და პრობლემის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებას ისახავდა მიზნად.

 

 

2017-12-14

ნავიგაცია