განცხადებები

ნატოს კვირეულისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები

  • 2016-04-08
Image

2016 წლის ნატოს კვირეულის ფარგლებში, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით, კულტურისა და დასვენების პარკში სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის’’ აღსაზრდელებმა იაპონური საბრძოლო ხელოვნების ილეთები შეასრულეს, გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში. სპორტული შეჯიბრის გამარჯვებულ გუნდებს ნატოს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ცენტრალურ პარკში გამართულ სპორტულ ღონისძიებებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.