განცხადებები

რუსთავის მერმა გაგარინის ქუჩაზე, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • 2017-12-22
Image

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მოადგილესთან, დავით კეკელიძესა და კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე თემურ ჯანელიძესთან ერთად, გაგარინის ქუჩაზე. მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
კომპანია გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელს სრულად ანახლებს და ევროსტანდარტების დონის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს ამონტაჟებს. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქ რუსთავის მარცხენა სანაპიროს მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშველოვნად გაუმჯობესდება. წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგების შემდეგ, რუსთავის მერია გაგარინის ქუჩის კეთილმოწყობას გეგმავს. დღესვე, ირაკლი ტაბაღუამ „რუსთავის წყალის“ მიერ შეძენელი წნევიანი ასენიზაციის მანქანა დაათვალიერა. სპეციალური ტექნიკა, რომელიც კომპანიამ წყალარინების ქსელის მოსაწესრიგებლად შეიძინა, რუსთავს მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კომპანია „რუსთავის წყალმა“ წყალმომარაგების სისტემის 19 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი განაახლა. სამუშაოებზე 5.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ქალაქის ურბანული განვითარებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობა და ,,რუსთავის წყალი’’ ერთობლივი პროექტების განხორციელებას 2018 წელსაც გეგმავს.