განცხადებები

რუსთავის საკრებულოს წევრებმა 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

  • 2016-04-09
Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, თავმჯდომარის მოადგილეებმა ნინო ლომიძემ და გოჩა შავაძემ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე  მდებარე, 9 აპრილის  მემორიალი გვირგვინით შეამკეს. რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა 27 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის  სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ტრაგედიის შედეგად,  21 უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის 14 ქალი დაიღუპა, აქციის ასობით მონაწილე კი დაშავდა.