ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ეწვივნენ. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენა – სახელწოდებით ,,ქალი - ხელოვანთა მუზა' დაათვალიერეს, სადაც რუსთაველი მხატვრების 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
გამოფენა, რომელიც რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით იმართება, 15 აპრილამდე გასტანს.