Image

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივითა და საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის’’ ხელშეწყობით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში, რუსთავისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება თეატრის ფოეში რუსთავის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენით გაიხსნა. მოგვიანებით, თეატრის დარბაზში ვიქტორინა გაიმართა, რომელმაც ქალაქის ისტორიის საუკეთესო მცოდნე - რუსთავის წლის ეტალონი გამოავლინა.

კონკურსში ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები იღებდნენ მონაწილეობას. ვიქტორინაში კერძო სკოლა ,,მილენიუმის’’ მოსწავლის მშობელმა გიორგი მაღლაფერიძემ გაიმარჯვა და რუსთავის ,,წლის ეტალონის’’ სტატუსი მიიღო. კონკურსის გამარჯვებული და საპრიზო ადგილის მფლობელები სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ.

ქალაქის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რუსთველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე(გამრეკელი), სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აღნიშნული პროექტით, რუსთავის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოფიციალურად გაიხსნა. ქალაქის სტატუსი რუსთავს 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა.

2018-01-19

ნავიგაცია