განცხადებები

რუსთავის მერი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა

  • 2018-01-22
Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებსა და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.

დელეგაცია 21-26 იანვარს, პოლონეთის ქალაქებში: ლოძში, სტალოვა ვილასა და ლიუბლინში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, გაეცნობა პოლონეთის რესპუბლიკაში არსებულ ინოვაციურ სერვისებს, მათი დანერგვის სპეციფიკას, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რევიტალიზაციის პროცესს, რაც 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ, ყოფილი ინდუსტრიული ქალაქების განვითარებას ითვალისწინებს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ჩართულია პროექტში - „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“.

პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებენ.

საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, უცხოური გამოცდილების გაზიარება და დანერგვა რუსთავში - ქალაქის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.