განცხადებები

იაღლუჯის მთის ფერდობის გამწვანების მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

  • 2016-04-11
Image

რუსთავში, იაღლუჯის მთის ფერდობის გამწვანების პროექტი განხორციელდება. ტერიტორია, სადაც პროექტისთვის, ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, მერის მოადგილე ნოდარ შეროზიამ, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა სოფიკო ჯიქიამ და ქალაქის საკრებულოს წევრმა მამუკა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, იაღლუჯის მთის ფერდობზე წიწვოვანი სახეობის 3000 ნერგი დაირგვება. ნერგების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ფერდობის განაშენიანების პროექტის განხორციელების ინიციატივა რუსთავის მერს, დავით ჯიქიას ეკუთვნის და მისი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა.