Image

ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) საქართველოს რიგით მესამე 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო კონსულტაცია გაიმართა. შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას მთავრობის მიერ, მომდევნო 2 წლის მანძილზე დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობით მმართველობას უზრუნველყოფს.
საჯარო განხილვას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღია მმართველობა პარტნიორობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესაძლო ვალდებულებები საზოგადოებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს.
შეხვედრაზე მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის აუცილებლობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს, გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები.
საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციებით ახორციელებს. სამუშაო ჯგუფი სამოქმედო გეგმის შემუსავების პროცესში ჩართული საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შედგება.
საჯარო კონსულტაციები მაისის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს.მოიცავს. მოსახლეობასთან შეხვედრები აშშ-ს განვითარების სააგენტოს „კარგი მმართველობის ინიციატივის“ (USAID/Georgia Good Governance Initiative) მხარდაჭერით იმართება.
საერთაშორისო ინიციატივას - ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership, OGP) საქართველო 2011 წელს შეუერთდა.

2016-04-13

ნავიგაცია