Image

რუსთავის მერი კომპანია ‘’A.I Textiles ‘’ წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი ტაბაღუამ სტუმრებს ქალაქის ეკონომიკური პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

’’A.I Textiles ‘’რუსთავში ტექსტილის საწარმოს გახსნას გეგმავს, რისთვისაც რამდენიმე თვის წინ, შენობა-ნაგებობა შეიძინა.

წარმოებული ტექსტილის პროდუქცია ძირითადად უცხოეთში ექსპორტზეც გავა. ქალაქის მერის ინიციატივით, საწარმოში კოლეჯ ,,მოდუსის’’ სტუდენტები პროფესიულ სწავლებას გაივლიან.

2018-02-27

ნავიგაცია