განცხადებები

რუსთავის მერი წყალმომარაგების საკითხებში ჩეხ ექსპერტს შეხვდა

  • 2016-04-13
Image

რუსთავის მერი დავით ჯიქია ჩეხ ექსპერტს წყალმომარაგების საკითხებში, მილან ოლერინის შეხვდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია და კომპანია ,,რუსთავის წყალის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მერაბ კანდელაკიც ესწრებოდნენ. საუბარი ძირითადად, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინებას შეეხო.
მხარეებმა ქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ამ მიმართულებთ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს  და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. თავის მხრივ, რუსთავის მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თვითმართველობის აქტიურ ჩართულობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.