განცხადებები

რუსთავში დედა ენის დღე აღინიშნა

  • 2016-04-14
Image

დედა ენის დღესთან დაკავშირებით რუსთავში, ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, მერიის "სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის" ორგანიზებით, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის“ სახალხო კითხვა მოეწყო. ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია დაესწრო.

,,ვეფხისტყაოსნის“ სახალხო კითხვაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მწერლებმა, პოეტებმა, მხატვრებმა და რუსთაველმა ჟურნალისტებმაც მიიღეს.


დღესვე ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, სხვადასხვა წლებში გამოცემული ,,ვეფხისტყაოსნის“ გამოფენაც მოეწყო. 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის სახელობის წიგნის მუზეუმის გახსნა იგეგმება, სადაც ცალკე სტენდი დაეთმობა ,,ვეფხისტყაოსნის’’ უდიდეს კოლექციას.