Image

რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ გარკვეული პრობლემები შექმნა რუსთავში. უხვი ნალექის შედეგად მე-19 მიკრორაიონში, მოდებაძის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილი დაიტბორა.

შექმნილ ვითარებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე დავით კეკელიძესა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ძლიერი წვიმის დროს აღნიშნული ტერიტორიის დატბორვის მიზეზებს მერიის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის.

2018-03-09

ნავიგაცია