Image

წმინდა ნინოს ქუჩაზე, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ჩასასვლელი კიბეებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,რჩეული ჯგუფი 2’’ ახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 50 740 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. სამუშაოები აპრილის ბოლომდე დასრულდება.

2016-04-18

ნავიგაცია