Image

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქიმიური საწარმოს - ,,რუსთავის აზოტთან’’ მისასვლელ გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
3000 კვ.მ ფართობზე უკვე დაიწყო ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, მეორე მონაკვეთზე კი გზის ორმული დამუშავება ხდება. პროექტისთვის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზატკეცილი+ ‘’ახორციელებს. აპრილის ბოლოს დასრულდება.

2016-04-15

ნავიგაცია