ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ბიბლიოთეკები

რუსთავში პირველი ბიბლიოთეკა 1948 წელს დაფუძნდა. საბიბლიოთეკო გაერთიანება შედგება ერთი მთავარი და ოთხი ფილიალისგან. საბიბლიოთეკო გაერთიანების წიგნადი ფონდი 2022 წლისთვის შეადგენს 153 880 ბეჭდურ ეგზემპლარს. მთავარ ბიბლიოთეკასა და მასში შემავალ ფილიალებში დასასრულს უახლოვდება ამ ფონდების ჩართვა ერთიან ელექტრონულ ქსელში.

ბიბლიოთეკის ქსელის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • მკითხველთა სწრაფი და სრული უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ლიტერატურითა და ინფორმაციით;
  • მაღალპროფესიონალური მომსახურება;
  • მკითხველის მოთხოვნათა სისტემატური ანკეტირება-მონიტორინგი;
  • წიგნადი ფონდების მუდმივი განახლება;
  • ინოვაციური საბიბლიოთეკო სერვისების დანერგვა;
  • ლიტერატურული და სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციები;
  • წიგნის პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან;
  • გამოფენების ორგანიზება;
  • სხვადასხვა სახის ინტელექტუალური კონკურსები;
  • საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გაფორმებული მრავალწლიანი მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკული ცენტრის (ამერიკული კუთხე) მუშაობა;
  • კლუბური მუშაობების გაფართოება;

სერვისები

ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ციფრული ტექნიკით

  • ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი და აქტიური ფეისბუქ გვერდი;
  • ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამები;
  • უახლესი სასწავლო და მხატვრული ლიტერატურა ქართულ და უცხო ენებზე;
  • ონლაინ ელექტრონული კატალოგი;
  • საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • დარბაზის მოწყობა საგამოფენო და კულტურული აქტივობებისათვის;
  • „მობილური ბიბლიოთეკა“ (მოზარდებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით ადგილზე მომსახურება);
  • ყოველთვიური სერვისი:“ ჩვენი უფროსი მეგობრები“(მუნიციპალურ მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობა და მომსახურება) აქტიური სივრცეები ფილმის ჩვენებისათვის;
  • სისტემატიური ხასიათის ლიტერატურული საღამოები;
  • “ლიტ.ART”- ყოველკვირეული მუშაობა;
  • „ამერიკული კუთხე“- ახალი სერვისების მუდმივი განახლება;
  • 60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის;
  • ყოველწლიური ტრენინგ პროგრამები თანამშრომლებისათვის და თემის წევრებისათვის;
  • ყოველწლიური მემორანდუმის განახლება ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან;

საბიბლიოთეკო ქსელი