ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

საბავშვო ბაგა-ბაღები

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:

  • რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ფილიალების ეფექტური საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა
  • სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო სტანდარტების ფარგლებში, ბავშვებისათვის იმ სავალდებულო ცოდნის მიცემა და აუცილებელი ქცევის ნორმების ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს მათ მზადყოფნას სკოლისათვის.
  • ბავშვთა გონებრივი, ზნეობრივი, ფიზიკური და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობა
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით და მათი პროფესიული დონის ამაღლება
  • სასწავლო–სააღმზრდწელო პროცესების  სრულყოფა, დონის ამაღლება (გადამზადება/ტრენინგი) და ახალი მეთოდების შემუშავება
  • აღმზრდელთა უზრუნველყოფა მეთოდური ლიტერატურით
  • ფილიალებში რაციონალური და ჯანსაღი კვების, სანიტარული ნორმების ორგანიზება
  • ბავშვთა კვების რაციონის გამდიდრება და ჯერადობის დადგენა
  • ფილიალებში საყოფაცხოვრებო და კომუნალური საკითხების მოგვარება
  • სასწავლო–სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების მონიტორინგი
  • მატერიალური სახსრების განაწილება და მიზნობრივად გამოყენება

სასწავლო პროცესი და რეგისტრაცია

სკოლამდელ დაწესებულებაში ასაკის შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის გავლა საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ბავშვის სწორი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობა. საბავშვო ბაღი აღსაზრდელს სკოლაში წასვლისთვის ამზადებს. ბავშვებს უვითარდებათ შემეცნებითი ინტერესი, გონებრივი მუშაობის უნარი, მეტყველება. ისინი სწავლობენ თანატოლთა პატივისცემასა და მათი აზრის მოსმენას.

სკოლამდელ დაწესებულებაში არის  4 საფეხური:

2-3 წლიანები – აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა მინიმალურია. სპეციალისტების უმეტესობა  მიიჩნევს, რომ ამ ასაკში უმჯობესია ბავშვი იყოს ოჯახში. შესაბამისად, პატარების ბაგაში  მიყვანა განიხილება, როგორც ნაკლებად სასურველი,  იძულებითი ნაბიჯი.

3-4 წლიანები – უმნიშვნელოვანესი პერიოდი ადამიანის განვითარებისთვის, ხდება ე.წ  „3 წლის ასაკის კრიზისის“ გადალახვა.  სპეციალისტების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ეტაპი ბავშვმა ოჯახში უნდა გაიაროს  და შემდგომ მოხდეს  სოციალურ გარემოში მისი ჩართვა.  ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია პატარამ კრიზისი  ბაღში გადალახოს.

4-5 წლიანები – ამ შემთხვაში,  სპეციალისტების აზრი  ერთმნიშვნელოვანია – ბავშვი უნდა გადიოდეს შესაბამის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამას ბაღში.

5-6 წლიანები – წინა სასკოლო მომზადების ეტაპი. სპეციალური პროგრამის გავლის შემდგომ ბავშვი მზად არის ჩაერთოს სასკოლო განათლების სისტემაში.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2015-2016 სასწავლო  წლისათვის   5-6 წლიანი ბავშვების მიღება  საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ბაღში განცხადების საფუძველზე განხორციელდა.

აღნიშნული მიდგომა მიზნად ისახავს, სკოლამდელი ასაკის ბავშვების სპეციალური პროგრამის საშუალებით, სასკოლო განათლების სისტემისთვის მზაობის ხელშეწყობას. სრულად უზრუნველყოფილნი არიან  4-5 წლიანი ბავშვებიც. (რიგ შემთხვევაში არა საცხოვრებელი მისამართის მიხედვით), რომელთა ჩარიცხვაც ასევე ხდება  რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

ამ ეტაპზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღების ყველა ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული რეგისტრაციის საფუძველზე.


ა(ა)იპ “რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების” ფილიალები