ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავსერვის ცენტრი

საქმიანობა და მიზნები:

  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ქონების (მიწა, ტყე, სხვა მწვანე საფარი, წყალი და სხვა…) მოვლა–პატრონობის უზრუნველყოფა;
  • სამსახურის საკუთრების (ასევე დროებით სარგებლობაში გადაცემული ობიექტების) განვითარების (უკეთ დატვირთვა, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა) პერსპექტივების დასახვა, შესაბამისი პროგრამების მომზადება და განხორციელების გზების მოძიება;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სვერების და სხვა საჯარო ადგილების დასუთავება და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნებისმიერი ტრანსპორტირება დი ნივთის, მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენებისა და დაგვა-დასუფთავების შედეგად მოგროვებული მასის, ასევე მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება-გატანა;
  • სანიტარული დასუფთავება და უსაფრთხო  ეპიდგარემოს  უზრუნველყოფა.
  • ქალაქის  ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და დეზინსექცია-დერატიზაციის ორგანიზება;
  • ნაგვის ურნების მოვლა-პატრონობა, რესტავრაცია-შეკეთება;
  • დასუფთავების მომსახურების სახეობებისა და ნაირსახეობის შემადგენლობის განსაზღვრა და დასუფთავების გეგმის, შესაბამისი ბაზების შემუშავება;
  • ქალაქისა და ადმინისტრაციული შენობების დასუფთავების ტერიტორიების განსაზღვრა, მომსახურების განხორციელების რუკების შედგენა, დასუფთავებისათვის  აუცილებელი პერსონალითა და ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა;
  • გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მოვლა–პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;
  • გარე-განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა (მორწყვა, გასუფთავება), სკვერებისა და პარკების გასარწყავების მოწყობის უზრუნველყოფა;
  • სასათბურე-სანერგე მეურნეობის  შექმნა და მოვლა-პატრონობა;
  • სანიაღვრე სისტემების მოვლა-პატრონობა;
  • ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული დაზიანებული სკამების აღდგენა-შეკეთება;
  • ქალაქის ტერიტორიაზე  არსებული მონიტორების მოვლა-პატრონობა;
  • ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შუა გამყოფი ზოლების, ტროტუარებისა და სკვერების, ასევე შადრევნების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია;
  • ქუჩებისა და სავალი ნაწილების დახაზვა;
  • შუქნიშნების რეაბილიტაცია და გამართული მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საკუთარი კომპეტენციის  ფარგლებში ქალაქის ინფრასტრუქტურის (ბორდიურების, გზის საფარის მცირე მონაკვეთების,  დეკორატიული ღობეების, მოაჯირების, სკვერების, მოედნების და სხვა მუნიციპალური საკუთრების) კეთილმოწყობა   და  შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
  • ძეგლების, სკულპტურების, ხელოვნების ნიმუშების და სხვა დიდი ზომის მოწყობილობების მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ღონისძიებების გატარება (გადატანა, დასაწყოება, მონტაჟი და სხვა).
  • საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების ადგილწარმოშობის ცნობის გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.