ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

არქიტექტურა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დანერგილია არქიტექტურულ-სამშენებლო ნებართვების გაცემა მუნიციპალური სერვისების პლატფორმის  (MS.GOV.GE) საშუალებით.

სამშენებლო ნებართვის მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და განაცხადი სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად, MS.GOV.GE პორტალზე რეგისტრაციის გზით წარადგინონ.

MS.GOV.GE პორტალზე დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი  მონაცემებით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).

MS.GOV.GE-დან განაცხადის რეგისტრაციისა და დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერისთვის, საჭიროა, მოქალაქეებმა იქონიონ აქტიური ID ბარათი, ID ბარათის PIN Code, ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და კომპიუტერზე დაინსტალირებული ID ბარათის უნივერსალური პროგრამა. დავიწყებული PIN კოდის აღსადგენად მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, ხოლო ID ბარათის პროგრამის ინსტალაციისა და ინსტრუქციებისთვის ეწვიონ ვებგვერდებს info.sda.gov.ge/ID და id.ge.

მშენებლობის ნებართვა

რუსთავის ტერიტორიული გამოყენება და განაშენიანების გეგმა